9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 27.05.2019
ნანახია: 1032

9 წლის ნანა ბერიაშვილის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მან იაგო ნებიერიძე დამნაშავედ სცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში.

გორში ცხრა წლის ნანა ბერიაშვილი 25  ოქტომბერს, მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე