ვანო მერაბიშვილმა დაასახელა მისი საკნიდან გაყვანაში მონაწილე პირების ზოგადი მახასიათებლები - გამომძიებელი

საქართველო, თბილისი - 16:46 | 14.05.2019
ნანახია: 1081

ივანე მერაბიშვილმა დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი მახასიათებლები, რომლებიც, მისი განმარტებით, მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ​გამომძიებელმა თამუნა ვახანიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება აუცილებლად შეაფასებს ივანე მერაბიშვილის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„დღეს მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილი. მან დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი ხასიათის მახასიათებლები, რომლებიც მისი განმარტებით მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანაში. გამოძიება აუცილებლად შეაფასებს მის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და აუცილებლად შეფასდება ყველა გარემოება. ამის შემდგომ დაიგეგმება და ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – განაცხადა თამუნა ვახანიამ.

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის თანდასწრებით დღეს გამოკითხეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე