არადეკლარირებული ოქროს ნივთები სკანერით აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:18 | 16.12.2015
ნანახია: 1579

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა,16 დეკემბერს, სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქე ა.რ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად,საერთო წონით 31,71 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5899,96 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5899,96 ლარის ოდენობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე