ენმ-ს წევრებზე თავდასხმის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:15 | 14.05.2019
ნანახია: 1013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა.

სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია "ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც უცხო პირები მიუახლოვდნენ და მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე