ირაკლი ღარიბაშვილი "რაგბი ევროპის" პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 16.12.2015
ნანახია: 2146

საქართველო 2016 წელს  "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას,  2017 წელს  კი „მსოფლიო რაგბის 20– წლამდელთა ჩემპიონატს" უმასპინძლებს– მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "რაგბი ევროპის" პრეზიდენტის, ოქტავიან მორარიუს შეხვედრაზე.

მხარეებმა  ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და  მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო მომავალ 4 წლიან ციკლში განსახორციელებელგეგმებს.

შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე დაესწრო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე