აშშ-მა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედრო გაგზავნოს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 14.05.2019
ნანახია: 849

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში 120 ათას სამხედროს გაგზავნის, თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკელ სამხედრო მოსამსხურეებს ან დააჩქარებს მუშაობას ბირთვულ იარაღზე. ამის შესახებ New York Times-ი იუწყება წყაროზე დაყრდნობით.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლებთან შეხვედრზე წარადგინა განახლებულ სამხედრო გეგმა, რომელიც ახლო აღმოსაველთში 120 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე