მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 15:36 | 10.05.2019
ნანახია: 1120

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დაკავებას არ ელოდება.

 “დაკავებას არ ველოდები, რადგან მე არაფერი ჩამიდენია, არანაირი მცდელობა არ მქონია. დასაკავებელი მაგათ ბევრი ადამიანი უზით იქ, რომლებიც დამნაშავეები არიან მთელი ქისტების წინაშე, სისხლით აქვთ ხელები გასვრილი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის მტკიცებით, უმძიმესი ბრალდებებით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტას ცდილობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე