სენაკის მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 15:13 | 10.05.2019
ნანახია: 869

სენაკის მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ყველას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა და ალერგიული გამონაყარი.

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დღესვე გაწერენ კლინიკიდან.

არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე