ვინც ცდილობს მალხაზ მაჩალიკაშვილის წაქეზებას, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს - მარიამ კუბლაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:56 | 09.05.2019 ნანახია: 1392
არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენს მიერ ჯერ კიდევ ადრე და ეს პერმანენტულად მიმდინარეობდა, რომ მალხაზს მიაწოდეს სახელი და გვარი პირების, რომელნიც მათი ცნობით იყვნენ მკვლელები და დამგეგმავები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა, ყველა ამ შეტყობინების ავტორით უნდა დაინტერესდეს, აგრეთვე, გამოძიება, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკტი მარიამ კუბლაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.
მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე 10 მაისს. 15:00 საათზე მივა.
„მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე მივა ხვალ, 10 მაისს, 15:00 საათზე. გამოუცხადებლობის მისი ადვოკატების დროის ერთდროულად ვერ დამთხვევაა. პირადად მე პროცესი მაქვს საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე, რის შემდგომაც შევძლებ მის გაყოლას“, - წერს კუბლაშვილი.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მას ჯერ არ მოუსმენია ჩანაწერისთვის და წიანსწარ შეფასებებს ვერ გააკეთებს
„დღევანდელი მონაცემებით, მე არ მინახავს საქმის მასალები, არ მომისმენია ჩანაწერისთვის, არ შემოწმებულა მისი ავთენტურობა, უწყვეტობა და თარგმნის სიზუსტე, შესაბამისად ვერანაირ შეფასებას წინასწარ ვერ გავაკეთებ. მე გავაკეთე კომენტარი დაკითხვიდან გამოსვლისთანავე, რომ ის, რაც ვნახე და დასკვნა გამოვიტანე კითხვებიდან, დაკავების საფუძველი მხოლოდ ამ საფუძვლით არ არსებობს. რაც შეეხება ჩანაწერის მორალურ და ემოციურ მხარეს, ცხადია, თუ ჩავთვლით, რომ ჩანაწერი ნამდვილია, ცალსახად მიუღებელი და მძიმეა შინაარსი და დასადგენია მისი რეალურობა. დღევანდელი მდგომარეობიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩანაწერის თარიღიდან გასულია გონივრული ვადა, რა დროსაც შესაძლებელი იყო მალხაზის მიერ ქმედების სისრულეში მოყვანა. კრიტიკულად ვაფასებ წინასწარ ტერორიზმის მუხლზე აპელირებას, იმ შესაძლო განზრახვის ან ქმედების ფარგლებში, სადაც იარაღი იდეაში არ არსებობს, განზრახვის რეალურობაც კი დაუზუსტებელია და ა.შ. ამ კრიტიკულ მომენტშიც იკვეთება ხელისუფლების მიზანმიმართული ტონი მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ, ტერორიზმთან კავშირის და განზრახვის ღია ბრალდებისა“ - აღნიშნავს კუბლაშვილი და მიმართვას იმ პირებს ვინც სხვადსახვა მიზნით ერევა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეში.
„აქვე მინდა მივმართო ყველა იმ პირს, ვინც სხვადასხვა მიზნებით ერევა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეში, ცდილობს სხვადასხვა ფორმით მისთვის ინფორმაციების მიწოდებას და მის წაქეზებას, ყველა მათგანიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენს მიერ ჯერ კიდევ ადრე და ეს პერმანენტულად მიმდინარეობდა, რომ მალხაზს მიაწოდეს სახელი და გვარი პირების, რომელნიც მათი ცნობით იყვნენ მკვლელები და დამგეგმავები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა, ყველა ამ შეტყობინების ავტორით უნდა დაინტერესდეს, აგრეთვე, გამოძიება. ვინც სარგებლობს მალხაზის ემოციურობით, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით და აწვდის ინფორმაციას თუ ესაა მკვლელი და ის, ყველამ პასუხი უნდა აგოს პასუხი კანონით დადგენილი წესით! მე ადვოკატი ვარ და ჯერ კიდევ უცნობია ჩემთვის, თუ უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას იმ დღეს, ვინ იყო ჩასული სოფელ დუისში და ვინ განახორციელა სროლა, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია და ფარულად აქეზებს მალხაზს, იგი არის პოტენციური დამნაშავე! - წერს ადვოკატი.
ის აქვე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს მის შესახებ ცრუ ინფორმაციებს და მას სუს-ის აგენტს უწოდებს.
„აქვე მოვითხოვ, შეწყვიტოს საუბარი ჩემზე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, იგი ავრცელებს ინფორმაციას ჩემს არასანდოობის შესახებ და ეწევა აგიტაციას, თითქოს მე ვარ სუს-ის აგენტი! შეწყვიტეთ ხალხის დაშინება, დაშანტაჟება და ამ ტონით ვისზეც გაგიხარდებათ დეზონფორმაციის გავრცელება. მე არ გაპატიებთ ჩემზე მძიმე და საზიზღარი ბრალდებების გავრცელებას და ნება იბოძეთ და წარმოადგინეთ მტკიცებულებები! კლიენტი მენდობა მე თუ არა, ეს ჩემი კლიენტის გადასაწყვეტია და არა თქვენი! კანონებს კი ნუ მასწავლით, თუ რატომ ვერ დაიკითხება მაჩალიკაშვილი მაგისტრატი მოსამართლის მიერ, რატომ ვერ დავაყენე შუამდგომლობა, იქნებ სთხოვოთ თქვენთვის სანდო იურისტებს და აგიხსნიან! მაშ ასე, ველოდები საზიზღარ სტატიებს თქვენს გაზეთში ჩემს წინააღმდეგ, ესეც არ გაგიჭირდებათ! მალხაზ მაჩალიკაშვილისგან ხელი შორს ყველამ, ვინც აქეზებს და ამ კაცს გონება აურია, გააგულიანა და აძლევს გარანტიებს მისი უსაფრთხოების შესახებ! მალხაზი არ არის ჩამდენი და განმახორციელებელი არანაირი მკვლელობის და ტერორისტული აქტის, ცალსახად გამოვრიცხავ მისი განზრახვას იოსებ გოგაშვილის ოჯახის მოკვლის შესახებ!!!! ზოგიერთი ადამიანი მოქმედებს ვიწრო სუბიექტურ ჩარჩოებში, სარგებლობს კავკასიელ - მთიელთა ჯერ კიდევ მოქმედი სისხლის აღების ადათის წესის მანიპულირებით, იყენებს მალხაზის უმძიმეს ემოციურ და გონებაარეულ მდგომარეობას და განზრახ აქეზებს მას შურისძიებისკენ, აწვდის ინფორმაციას მიზნის სისრულეში მოსაყვანად, რაც საბოლოო ჯამში, მალხაზის მიერ მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება და მისი კავკასიური ბუნება, მისი შინაგანი ადამიანობა, ამ უკანასკნელის გაკეთებას ვერ და არ აძლებინებს! ეს ძალიან კარგად იცის ყველამ დ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იციან, რომ მალხაზი არაფრის რეალურად ჩამდენი არაა და სწორედ ამიტომ იგი ვერ დააკავეს ქმედების განხორციელების მცდელობის დროს”, - წერს ადვოკატი „ფეისბუქის“ გვერდზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















