მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ თავიანთ ვაჟს არჩი დაარქვეს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 09.05.2019
ნანახია: 1100

სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ თავიანთ ახალშობილი ვაჟს არჩი დაარქვეს. მისი სრული სახელი კი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორია.

პრინც ჰარისა და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს ვაჟი 6 მაისს შეეძინათ. ის დედოფალ ელისაბედის მერვე შვილთაშვილი და სამეფო ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა.

პატარა არჩი ჰარისონი მოინახულეს დედოფალმა ელისაბედმა და მისმა მეუღლემ პრინცმა ფილიპემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე