უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მდინარეების წყლის დონის მომატება და წყალმოვარდნები

საქართველო, თბილისი - 17:08 | 08.05.2019
ნანახია: 795

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 მაისს, დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში და 10 მაისს საქართველოში (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავსაშიშროება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე