ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 08.05.2019
ნანახია: 1337

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ნახევრაფინალში „ლივერპულთან“ დამარცხების შემდეგ თავისი გუნდის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისის ქალაქის აეროპორტში ის დოპინგ-ტესტირების გავლის გამო თანაგუნდელებისგან განცალკევებით მარტო მივიდა. აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ და „ლივერპულთან“ გამანადგურებელი მარცხის გამო დაუპირისპირდნენ, რაზეც ფეხბურთელს საპასუხო რეაქცია ჰქონდა. თუმცა მისმა პირადმა მენეჯერმა პეპე კოსტამ იმარჯვა და მესი განრისხებულ გულშემატკივრებს გაარიდა.

„ენფილდის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა გუშინ „ლივერპულის“ გამარჯვებით - 4:0 დასრულდა და ინგლისის კლუბი ფინალში გავიდა, სადაც „ტოტენჰემსა“ და „აიაქსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე