12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 08.05.2019
ნანახია: 931

საქართველოს პარლამენტმა 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე, 96 ხმით არცერთის წინააღმდეგ 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში "შრომის კოდექსში" შევიდა.

"ორგანული კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში და 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

12 მაისს საქართველოში ასევე აღინიშნება ანდია პირველწოდებულის ხსენების დღე და ის უქმე დღედ უკვე გამოცხადებულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე