ის აზრი ბევრჯერ მომდის, მაგრამ ჩემში ძალას ვნახულობ, რადგან მოსახლეობის გვერდში დგომას ვგრძნობ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:38 | 08.05.2019 ნანახია: 883
ის აზრი ბევრჯერ მომდის, მაგრამ ჩემში ძალას ვნახულობ, რადგან მოსახლეობის გვერდში დგომას ვგრძნობ - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არ იცოდა, რომ სუს-ი მის დაკითხვას ტერორისტული აქტის დაგეგმვასთან დაკავშირებით აპირებდა.
„იმათ უნდათ ამოაგდონ სადმე რაღაცა, რომ მე ან შევისყიდე იარაღი, ან მე მივიტანე იარაღი, ან მქონია რამე კავშირი, ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ რაღაც ტერაქტთან დაკავშირებით რამე, იქ ყველა ადამიანი, ვინც ზის თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა ერთი წუთით წარმოიდგინოს თავი ჩემს ადგილზე. ამიტომ არ მივდივარ, მაგრამ რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხება წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ” - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
როგორც მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, გამოქვეყნებული ჩანაწერი ამოკრეფილია და მსგავსი მცდელობა არასდროს ჰქონია.
„მასეთი საუბარი კი არა, მე მქონია რამდენიმენაირი საუბარი, როდესაც ესენი მიმწყვდევენ კუთხეში და გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ფიქრები მოდის ჩემში და ისევ ჩემში ვახშობ, მაგრამ მე ეს მცდელობა არასდროს მქონია. ეს საუბარი, რაც გამოქვეყნდა ამოკრეფილია. თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ პასუხი ვაგო. მე არ დამიმთავრებია ის სკოლა, მოვიტყუო და ჩემს ღირსებას შევეხო. როცა მამწარებე,ნ მაქვს ხოლმე საუბრები ხან ვისთან, ხან ვისთან. შეიძლება, ვინმეს რამე ვუთხარი. ჩემი მტრის ცოცხალიც მაინტერესებს და მკვდარიც, არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდე ყველაფერი. მე 5-ჯერ დამიბარეს. ბოლოს 10 საათი დამკითხეს და მათ ვუთხარი, რომ ამის მერე იქ მიმსვლელი არ ვიყავი, თუ ძალით არ მიმიყვანენ, იქ ყველას ჩემი თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. თუ საშიში ვიყავი, დალოდებოდნენ ქმედებას ტერაქტამდე, რომ ფაქტზე დავეჭირე. ესენი მუშაობენ, როგორ გამანადგურონ და გამომამწყვდიონ ციხეში. მე გავიფიქრე, მომივიდა ის აზრი, ბევრჯერ მომდის მაგრამ ჩემში ძალას ვნახულობ, რადგან მოსახლეობის გვერდში დგომას ვგრძნობ. შვილი მომიკლეს, გამამწარეს, მაგრამ მაინც ვცემ ჩემ საქართველოს პატივს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















