კორპუსებში გამათბობელი ქვაბების ინდივიდუალური საკვამურები შესაძლოა აიკრძალოს
საქართველო, თბილისი - 11:24 | 08.05.2019 ნანახია: 1172
ჰორიზონტალურად გაშვერილი საკვამლე მილები ინდივიდუალური ბინებიდან ძალიან მავნებელია მოსახლეობისათვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ ჩაატარებული პირველი თემატური მოკვლევის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, მრავალსართულიანი სახლების ევროპული ტიპის კოლექტიური საკვამლე მილებით აღჭურვა.
„ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კვამლი ატმოსფეროს მაღალ ფენებში უნდა გაიფრქვას. თბილისში და მთლიანად საქართველოში ასეთ კვამლს მოსახლეობა ჩაისუნთქავს გამათბობელი ქვაბების საკვამლე მილების არასწორად დამონტაჟების გამო. მარტივი და იაფი, ჰორიზონტალურად გაშვერილი საკვამლე მილები ინდივიდუალური ბინებიდან ძალიან მავნებელია მოსახლეობისათვის.
ევროპაში მრავალსართულიან საცხოვრებლებში კედლის ქვაბებიდან სათბობის წვის პროდუქტების (კვამლის) ემისიისათვის ე.წ. კოლექტიური საკვამლე მილები კეთდება, ინდივიდუალური საკვამურების მოწყობა დაუშვებელია“, - ნათქვამია ანარიშში და აღნიშნულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების გარეშე სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცეს.
„ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბებიდან წარმოქმნილი წვის პროდუქტების (კვამლის) სახურავის მაღლა ემისიისათვის, თბილისში/საქართველოში უნდა დამონტაჟდეს ევროპული ტიპის „კოაქსიალური“ კონსტრუქციის კოლექტიური საკვამლე მილები, ძველ თუ ახალაშენებულ სახლებში. ეს მნიშვნელოვანია ქალაქის საცხოვრებელ სექტორში ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით”, - ნათქვამია ანგარიშში.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















