მწერალთა სახლი გაქურდეს - წაღებულია დავით სარაჯიშვილის ნივთები

საქართველო, თბილისი - 11:19 | 07.05.2019
ნანახია: 1851

მწერალთა სახლი გაქურდეს. დაკარგულია დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები, მათ შორის ზარდახშა და რამდენიმე ლარნაკი.

რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თანამშრომლებმა დანაკარგის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნისთვის მზადება დაიწყეს.

როგორც ტელეკომპანიას მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა განუცხადა, შენობას დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავდა, თუმცა მომსახურების გაძვირების შემდეგ თანხის გადახდა ვეღარ შეძლეს, რის გამოც კერძო დაცვა აიყვანეს.

დირექტორის თქმით, სავარაუდო დამნაშავე დაცვის თანამშრომელია. მის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას თავად მიაწოდეს, თუმცა იგი ამ დრომდე დაკავებული არ არის. შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე