ნიგერში ბენზინმზიდის აფეთქებას 56 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 06.05.2019
ნანახია: 833

სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქის აეროპორტთან ბენზინით სავსე ცისტერნა გადაბრუნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა ბენზინის შეგროვება დაიწყეს, თუმცა ავტოცისტერნა ავარიიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

მსხვერპლთა როდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მაშველები დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ. ცხედრების უემეტესობა დანახშირებულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე