კანადაში ავიაკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 06.05.2019
ნანახია: 991

პილოტი და ორი მგზავრი დაიღუპა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში. იუწყება Global News-ი.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი Cessna 182 ქალაქ სმიტერსის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამოვარდა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის კიდევ ერთი მგზავრი გადარჩა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე