შერემეტოვოს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 06.05.2019
ნანახია: 832

შერემეტოვოს აეროპორტში თვითმფრინავ Sukhoi Superjet-ის ბორტზე გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა.

სიკვდილს 33 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი გადაურჩა.

ექვსი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ავიაკატასტროფა გუშინ საღამოს მოხდა. ლაინერი, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, აფრენიდან 28 წუთის შემდეგ მოსკოვის აეროპორტში დაბრუნდა.

რთული მეტეოპირობების გამო თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ მოახერხა. დაფრენის დროს ძრავებს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა საჰაერო ხომალდს უკანა ნაწილში.

მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე