საფრანგეთში საიუველირო ქარხანა გაძარცვეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 03.05.2019
ნანახია: 880

საფრანგეთში საიუველირო ქარხანა გაძარცვეს. მძარცველებმა 20 კგ ოქრო და პლატინა წაიღეს.

მედიის ცნობით, ინციდენტი შატიიონ-დე-დიუკის კომუნაში მოხდა. შვიდი მძარცველი ქარხანაში შეიჭრა და კომპანიის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა. მათ 20 კგ ოქრო და რამდენიმე კგ პლატინა წაიღეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია მძარცველებს ეძებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე