ნატოს ძალების მეთაურად ევროპაში გენერალი ტოდ უოლტერსი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 03.05.2019
ნანახია: 960

ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაური აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი ტოდ უოლტერსი გახდა. უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბში ქალაქ მონსში გაიმართა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა.

მანამდე მეთაურის პოსტს კერტის სკაპაროტი 2016-209 წლებში იკავებდა.

გენერალი ტოდ უოლტერსი იკავებდა ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობას ევროპასა და აფრიკაში, მონაწილეობდა აშშ-ის ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე