დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს ზაფხულში ეწვიოს

საქართველო, თბილისი - 16:09 | 02.05.2019
ნანახია: 818

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს ევროპული ტურნეს ფარგლებში ზაფხულში ეწვიოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. იუწყება სააგენტო Anadolu.

მინისტრის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ბოლო სატელეფონო საუბარი პოზიტიურად წარიმართა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე