ჯულიან ასანჟს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 01.05.2019
ნანახია: 913

ლონდონის სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისთვის 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 „თქვენ არ ჩაბარდით პოლიციას საკუთარი სურვილით, ეკვადორის საელჩო იძულებული გახდა შენობაში პოლიცია შეეშვა.... თქვენ გქონდათ არჩევანი. და მე არ მივიღებ არცერთ დასკვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ“, - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის თქმით, გირაოს პირობების დარღვევა მაქსიმალურ სასჯელს მითხოვს, რომელიც 12 თვეს შეადგენს. თუმცა მან მაქსიმალური სასჯელი არ გამოიყენა, რადგან Wikileaks-ის დამფუძნებელმა ბოდიშის წერილი გადასცა.

ასანჟი პოპულარული გახდა პუბლიკაციებით, რომელთა შორის იყო მასალები ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებსა და გუანტანამოს ციხეში არსებული პირობების შესახებ. 2010 წელს, როდესაც ასანჟით ამერიკის ხელისუფლება დაინტერესდა, WikiLeaks-ის დამფუძნებელი შვედეთში ჩავიდა, სადაც დაცვის მიღებას ცდილობდა, თუმცა მალე სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ ქმედებებში დაადანაშაულეს, რასაც ის უარყოფდა. შვედეთის სასამართლომ მასზე საერთაშოროსი ძებნა გამოაცხადა, რის შემდეგც ასანჟი ლონდონში დააკავეს. მაგრამ მალე გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წლიდან ის თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა.

ჯულიან ასანჟი 11 აპრილს დააკავეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე