ინდოეთში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 01.05.2019
ნანახია: 831

ინდოეთში აფეთქების შედეგად გასამხედროებული პოლიციის 15 მებრძოლი დაიღუპა. შემთხვევა მაჰარაშტრის შტატში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ჩჰატისგარჰის შტატის საზღვართან მოხდა, სადაც მაოისტი მებრძოლები მოქმედებენ. არსებული ინფორმაციით,  პოლიციის ავტომობილზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. სააგენტო „როიტერი“ 16 დაღუპულის შესახებ იუწყება.  

მაოისტი მებრძოლები აქტიურად მოქმედებენ ინდოეთის რამდენიმე შტატში. მებრძოლები პარტიზანულ ომს აწარმოებენ, იმალებიან ჯუნგლებში და რეგულარულად თავს ესხმიან დასახლებულ პუნტქებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. 1960-იანი წლებიდან რადიკალები იბრძვიან ინდოეთის ცენტრალური ხელიუსფლების წინააღმდეგ „გლეხების კაპიტალიზმის წნეხისგან გათავასუფლების“ მიზნით.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე