უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 01.05.2019
ნანახია: 1001

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 მაისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

3-4 მაისს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 მისს +26, +28 გრადუსი იქნება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე