ვენესუელაში შეტაკებების შედეგად 71 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 09:55 | 01.05.2019
ნანახია: 818

71 ადამიანი დაშავდა ვენესუელაში ოპოზიციის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების შედეგად. იუწყება CNN-ი. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

გავრცელებული ცნობით, საპროტეტსო აქციის მონაწილეებს ეროვნული არმიის ჯავშანტექნიკამ გადაურა.

დასავლური მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს ესროდნენ დაპირისპირებული მხარეების, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს მომხრეები.

სამშაბათს ვენსუელაში მასობრივი არეულობები დაიწყო. დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ 1 მაისს ქვეყანაში დაიწყება ოპერაცია „თავისუფლების“ ფინალური ნაწილი. მან სამხედროებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელის მოსახლეობის უმეტესობა მას მხარს უჭერს. მან ვენესუელელებს ქუჩებში გამოსვლისკენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე