სერგეი ბეზრუკოვის თეატრი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს

საქართველო, თბილისი - 16:58 | 17.04.2019
ნანახია: 1370

მოსკოვის თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვია, ოკუპირებულ ცხინვალში აგვისტოში გასტროლებს გამართავს. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დრამატული თეატრის პრეს-სამსახურში განაცხადეს და აღნიშნეს, რომ გასტროლები რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს მიეძღვნება.

ე.წ. პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ ბეზრუკოვის თაეტრის წარმომადგენლები ცხინვალის თეატრში იმყოფებიან და გასტროლების ორგანიზების დეტალებს ათანხმებენ.

რუსული თეატრი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიწვევით ჩადის.

ე.წ. პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ოსი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება საყვარელი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე