საქართველოში ვნერგავთ ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზარს - ნათია თურნავა
საქართველო, თბილისი - 15:00 | 17.04.2019 ნანახია: 1658
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია გააკეთა ენერგეტიკულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ბანკისა და სააგენტო „გალთ ენდ თაგართის“ ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს კონფერენციის მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესთან აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.
„საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დერეგულირების პირველი ეტაპი მომავალი თვიდან დაიწყება, როდესაც მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის შესყიდვა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ. დერეგულირება ეტაპობრივად მოხდება, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს სიახლეებისადმი შეგუებისა და ადაპტირების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ დავეხმარებით ყველა მომხმარებელს, რათა მათ გადალახონ პირველი ეტაპის დროს წარმოქმნილი გამოწვევები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მისი თქმით, დერეგულირება მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გენერაციის ობიექტებში ინვესტიცია განახორციელონ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული კერძო ინვესტორებისთვის, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის მეტი მოცულობის გაყიდვის იმედად ინვესტირება განახორციელონ საქართველოს გენერაციის ობიექტებში და საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროების განვითარებით, ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ნათია თურნავას განცხადებით, ბაზრის დერეგულირება მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მიმართ, რომლებიც რეგულირებად სექტორში რჩებიან.
„ჩვენ საქართველოში ვნერგავთ ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზარს, ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ შემუშავებული გაქვს ახალი მიდგომები და მხარდამჭერი სქემები, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული. მაგრამ არცერთი რეფორმა წარმატებით არ გატარდება, თუკი მას საზოგადოება და მისი აქტიური ნაწილი - ბიზნესი მხარს არ დაუჭერს. ამიტომ რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენს შორის დიალოგი მუდმივად იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.
ენერგეტიკულ კონფერენციაზე გაიმართა ორი პანელ დისკუსია. მათ შორის, განხილული იქნება ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების გავლენა ბაზრის მონაწილეებზე და განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი მოსალოდნელი გავლენა საინვესტიციო გარემოზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















