ბათუმი-თბილისის მატარებელი 40 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:26 | 17.04.2019
ნანახია: 931

ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა. გარდაცვლილია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მწყემსი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე