რუსთაველის გამზირზე, რესტორან "ხინკლის სახლში" ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 09:37 | 15.04.2019
ნანახია: 881

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე  რესტორან "ხინკლის სახლში" ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამზარეულოს მოედო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია 20 მ² ფართობი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე