ოთარ დანელია: თაფლის ექსპორტის კუთხით, მომდევნო წელი იქნება ძალიან საინტერესო
საქართველო, თბილისი - 16:31 | 15.12.2015 ნანახია: 1724
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, თაფლის ექსპორტის კუთხით, მომდევნო წელი იქნება ძალიან საინტერესო.
მინისტრი ვარაუდობს, რომ ქართული თაფლი ექსპორტზე სავარაუდოდ, მომდევნო წლის პირველ კვარტალში გავა.
„თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი დირექტივის ვადები დავაჩქარეთ, რომელიც უშუალოდ მეფუტკრეობას უკავშირდებოდა. დავაჩქარეთ იმ მოცემულობით, რომ გვინდა, მომდევნო წლის პირველ კვარტალში უკვე შესაძლებელი იყოს ექსპორტი. აქ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობდა თაფლის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე წელს დავნერგეთ და ვალიდირების სტანდარტულ პროცედურებს გადის. ამ პროცედურების გავლის შემდეგ, უკვე შეეძლებათ გასცენ სერტიფიკატი, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული და შესაძლებლობას მოგვცემს გავიტანოთ თაფლი ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით რამდენიმე დღის ინფორმაციაა, რომ იაპონიიდან არის დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ქართულ თაფლზე.
მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სკების იდენტიფიკაცია და რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდება, რა რაოდენობის თაფლი გავა ექსპორტზე.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















