ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

საქართველო, თბილისი - 16:48 | 11.04.2019
ნანახია: 840

ტაქსის მძღოლების ავტოკოლონა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდა. საპროტესტო მსვლელობა აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყო. მძღოლები ახალი რეგულაციების 2 წლით გადავადებას ითხოვენ.

მათი თქმით, კახა კალაძე უნდა დაჯდეს მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები მჯდომარე აქციებით იმუქრებიან.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე