სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 15.12.2015
ნანახია: 1531

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში მდ. ხრამზე რეაბილიტირებული სახიდე გადასასვლელის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე,სოფელ იმირში, მდ. ხრამზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციადასრულებულია. პროექტის ფარგლებში ხიმინჯებით გამაგრდა ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი,  ტროტუარები და მოაჯირები;გზა მოინიშნა და შემოიფარგლა.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION”განახორციელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე