თელავში 10 წლის ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 11.04.2019
ნანახია: 897

თელავში, პირველი საჯარო სკოლის მე-5 კლასელ მოსწავლეს „ოპელის“ მარკის მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ერეკლე მეორის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სკოლის ეზოდან გამოსულმა მოსწავლემ მსუბუქ ავტომანქანას წინ გადაურბინა, რა დროსაც მანქანა შეეჯახა.

ექიმის თქმით, 10 წლის ბიჭს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შემდგომი გამოკვლევების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე