ლიონელ მესისა და იკერ კასილასის შვილებს ქართველი დიზაინერის ბალიშებზე სძინავთ
საქართველო, თბილისი - 12:06 | 11.04.2019 ნანახია: 1975
ცნობილი ფეხბურთელების ლიონელ მესის, იკერ კასილასისა და ჟორდი ალბას შვილებს ქართველი დიზაინერის ლელა ცისკარაულის აქსესუარებით მორთულ საწოლებში სძინავთ. ამის შესახებ გაზეთი „საქართველოს ამბები“ წერს.
ცისკარაული ბარსელონაში უკვე 12 წელია ცხოვრობს. მან საბავშვო აქსესუარების ბრენდი Deco Sweet BCN შექმნა. რომლის მომსახურებითაც სარგებლობენ ესპანელი ჟურნალისტები, სპორტსმენები და მსახიობები.
ცისკარაულმა საქართველო 2008 წელს დატოვა, რათა მაგისტრატურა უცხოეთში დაესრულებინა. ამ მიზნისთვის მან ბარსელონა აირჩია. დროთა განმავლობაში ლელას გაუჩნდა იდეა შეექმნა საბავშვო აქსესუარები, ასევე ბალიშები, წინსაფრები, საწოლის თეთრეული, ჩანთები ორსულებისთვის და ეტლები. აბსოლუტურად ყველა ნივთი ერთადერთი ეგზემპლარის სახით მზადდება. ნივთებს ბავშვების სახელები ან ინიციალები აწერია.
„სამი წლის წინ ესპანეთის ნაკრების მეკარის იკერ კასილასის ცოლი სარა კარბონერო მეორე ბავშვს ელოდებოდა. ბარსელონაში ის ძალიან ცნობილი ტელეწამყვანია. როდესაც ელექტრონულ ფოსტაზე მისი წერილი დავინახე, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, სიხარულისგან ვყვიროდი. ის მწერდა, რომ შემთხვევით გვიპოვა Instagram-ში, მას ძალიან მოეწონა ჩვენი პროდუქცია... მან ორი ბალიში და ბავშვის საწოლისთვის საჭირო ნივთები იყიდა“, - ამბობს ცისკარაული.
მას შემდეგ, რაც კასილასის ცოლმა ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ნივთები მიიღო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოსურათები და კომპანიის სახელწოდება. იმავე დღეს ცისკარაულმა უამრავი წერილი მიიღო. მას სწერდნენ ორსულები და პროდუქციას უკვეთავდნენ. იმავე თვეს ქართველმა დიზაინერმა 280 შეკვეთა მიიღო. სწორედ მაშინ გახდა მისი მარკა ცნობადი ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთაც.
კასილასის ცოლის შემდეგ ცისკარაულს დაუკავშირდა ფეხბურთელ ჟორდი ალბას ცოლი და ბალიშები და ბავშვის საწოლის აქსესუარები შეუკვეთა. მანაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები და ასეთი მშვენიერი პროდუქციის შექმნისთვის დიზაინერს მადლობა გადაუხადა.
„მეორე დღეს შეტყობინება მივიღე ლიონელ მესის ცოლის - ანტონელა როკუცოსგან. ალბასა და მესის ცოლები ახლო მეგობრები არიან. მან ბალიშების, ჩანთების, თეთრეულის დიდი რაოდენობა შემიკვეთა. ჩვენ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით დავამზადეთ“, - ამბობს დიზაინერი.
„სიტყვით ვერ გადმოვცემ, თუ რა მოხდა ამის შემდეგ. საიდან აღარ მწერდნენ - არგენტინიდან, სამხრეთ ამერიკიდან. მას შემდეგ, რაც ანტონელამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები, ჩემი მეუღლე დღე და ღამე პასუხობდა კლიენტების შეკითხვებს მესენჯერსა და ელექტრონულ ფოსტაზე“, - აღნიშნავს ცისკარაული.
მესის ცოლმა ქართველი დიზაინერის სრული პროდუქცია თავისი დისთვისაც შეუკვეთა, რომელიც იმ დროს ბავშვს ელოდებოდა.

პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















