„კაცი ხომ არ გინდაო?“ - ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ნაკრების მწვრთნელს შევიწროებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 17:28 | 09.04.2019 ნანახია: 3466
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ნაკრების მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას ზეწოლასა შევიწროებაში ადანაშაულებს. თათია ლორთქიფანიძემ, მისმა მამამ დიმიტრი ლორთქიფანიძემ და პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
სპორტსმენიც და მისი მწვრთნელიც აცახდებენ, რომ ის არაერთგზის გახდა თემურ ჯანჯღავას, შეურაცხყოფისა და თავდასხმის მსხვერპლი. სპორტსმენის თქმით, ჯანჯღავა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მისგან დაჟინებულად მოითხოვდნენ ორსულობის ტესტის ჩატარებას. გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის წინ სანაკრებო განაცხადიდან ამოიღეს და უდისციპლინობაში დასდეს ბრალი.
„იყო ტრენერის მიერ შეურაცხყოფის ფაქტები, ზეწოლა, ორსულობის თემა დამაბრალა. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ერთხელ ოთახში შემოვიდა – „კაცი ხომ არ გინდაო?“ ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო“, - განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.
ძალოსნის უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით, მან უკვე მიმართა ქალური ღირსების შეურაცხყოფის ბრალდებით სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.
„შეურაცხყოფის ფაქტებს, რომელსაც უხვად ჰქონდა ადგილი თემურ ჯანჯღავას მხრიდან თათია ლორთქიფანიძის მისამართით, იქნებოდა ეს აგრესიის გამოვლინება მის მიმართ, ფეხებთან დაფურთხება თუ სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზებები ქალის მიმართ, რომელიც, ალბათ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალბატონისთვის და რასთან დაკავშირებითაც ფორმალურადაც კი, კახი კახიაშვილს არ გაუტარებია არანაირი ზომები,“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ძალოსანი სტატუსის აღსადგენად ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















