კიევში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელს უწოდებენ

საქართველო, თბილისი - 17:13 | 04.04.2019
ნანახია: 806

კიევში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელს უწოდებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ მიიღო. მანამდე ამ ქუჩას საბჭოთა კავშირის გმირის ივან კუდრის სახელი ერქვა.

ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.  პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც მაკკეინის დაკრძალვას ესწრებოდა, სენატორს უკრაინის გმირი უწოდა და გამოვიდა ინიცაიტივით კიევის ერთ-ერთი მთავარი ქუჩისთვის მაკკეინის სახელი ეწოდებინათ. მოგვიანებით ის ჯონ მაკკეინის ქვრივს - სინდის შეხვდა და დაპირდა, რომ კიევის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას სენატორის სახელს უწოდებდნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე