რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 04.04.2019
ნანახია: 1357

ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცავლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

მან დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1956 წელს ჩააბარა „მოსფილმის“ კინოსტუდიასთან არსებულ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე მიხეილ კალატოზოვის სახელოსნოში.

1960 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ფილმი „სერიოჟა“. კინოსურათმა კარლოვი ვარის საერთაშორისო კონოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა.

გიორგი დანელიამ გადაიღო ფილმები „არ იდარდო“, „მიმინო“. „აფონია“, „შემოდგომის მარათონი“, ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“, „ნასტია“ და სხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე