ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:56 | 04.04.2019
ნანახია: 1317

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

ე.წ. პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით „ირჩევენ“. ამის გარდა „აირჩევენ“ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტს, რომლის კანდიდატურასაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელებს.

ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს „პრეზიდენტობს“ რაულ ჰაჯიმბა, რომელიც 2014 წელს „აირჩიეს“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე