პარიზის სასტუმროდან ასობით ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 04.04.2019
ნანახია: 874

ორმა შეიარაღებულმა პირმა პარიზის მაღალი კლასის სასტუმრო Peninsula-დან 350-400 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ტანსაცმელი მოიპარეს.

ტრიუმფალურ თაღთან ახლოს მდებარე სასტუმროში ქურდობა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი მძარცველი სასტუმროს თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა, თუმცა არ უსვრია.

მძარცველებმა ცულის დახმარებით დაამტვრიეს ოთხი ვიტრინა და „ლუქსის“ კლასის სამკაულები და ძვირადღირებული ტანსაცმელი წაიღეს.

სასტუმროს წარმომადგენლების თქმით, ზიანის პირველადი შეფასება 350-400 ათას ევროს შეადგენს.

მძარცველები დანაშაულის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ, რომელშიც მათი კიდევ ერთ თანამზრახველი იმყოფებოდა. მათ ავტომობილი დაწვეს, რომელიც პილიციამ მოგვიანებით იპოვა. მძარცველების კვალისთვის ჯერ არ მიუგნიათ. პარიზის პოლიცია მათ ძებნას განაგრძობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე