ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის გადავადებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 04.04.2019
ნანახია: 749

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს Brexit-ის გადავადების შესახებ. წერს გაზეთი The Guardian-ი.

კანონპროექტს, რომელიც დეპუტატებმა ივეთ კუპერმა და ოლივერ ლეტვინომ წარადგინეს, მხარი 312-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 311-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ხოლო მეორე კანონპროექტს, რომლის ავტორიც ასევე ლეიბორისტული პარტიის წევრი კუპერია და გამორიცხავს ევროკავშირიდან გარიგების  გარეშე ბრიტანეთის გასვლას, 315 დეპუტატი მიემხრო, 310-მა კი მხარი არ დაუჭირა.

დღეიდან კანონპროექტებს კომიტეტების დონეზე განიხილავენ, რის შემდეგაც ოთხშაბათს კენჭისყრაზე ისევ გამოიტანენ.

თუ მეორე კანონპროექტი დამტკიცდება, ევროკავშირიდან ბრიტაენთის გასვლა გარიგების გარეშე აღარ განიხილება. ლონდონმა ევროკავშირთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას Brexit-ის პორცესის გაგრძელებაზე, თუ შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტში 12 აპრილს არ დამტკიცდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე