უკრაინამ რუსეთთან არარეგულარული ავიარეისები აკრძალა

საქართველო, თბილისი - 15:46 | 03.04.2019
ნანახია: 955

უკრაინის მთავრობამ რუსეთთან არარეგულარული რეისები აკრძალა საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების მოქმედებისთვის აუცილებელი რეისების გარდა.  

 „აიკრძალოს არარეგულარული რეისები უკრაინასა და აგრესორ სახელმწიფოს შორის გაეროს, ეუთოსა და წითელი ჯვრის მოქმედებებისთვის აუცილებელი რეისების გარდა“, -ნათქვამია შს მინისტრის არსენ ავაკოვის მიერ წარდგენილ წინადადებათა ტექსტში, რომელსაც მხარი მთავრობამ დაუჭირა.

ავაკოვმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტობის კანდიდატის იური ბოიკოს რუსეთში ფრენების ანალიზის საფუძველზე.

მანამდე დაწესებული აკრძალვები არ ვრცელდებოდა არარეგულარულ რეისებზე, რომლებსაც რუსეთში არარეგისტრირებელი საჰაერო ხომალდები ახორციელებდნენ.

უკრაინამ რუსი მგზავრებისა და რუსული ტვირთისთვის საჰაერო სივრცე 2015 წლის 25 ოქტომბრიდან დახურა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე