პუტინს რუსეთში კიდევ ერთი საფლავის ქვა დაუდგეს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 03.04.2019
ნანახია: 1093

სანქტ-პეტერბურგის ისააკის ტაძართან პუტინის საფლავის ქვა დადგეს. ამის შესახებ მიკრობლოგ „Twitter-ში ფოტოგრაფი დავიდ ფრენკელი წერს.

 „აზრზე არ ვარ, ვინ დადგა“, - წერს ის.

რუსეთის პრეზიდენტის ანალოგიური ინსტალაცია ფოტოსურათებით სათათრეთშიც დაიდგა. როგორც აქტივისტმა ქარიმ იამადაევმა განმარტა, მან ამით გააპროტესტა კანონპროექტი ინტერნეტის შესხებ. მას 28-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამასთან სოციალური ქსელის „ვკონტაქტე“ ადმინისტრაციამ პუტინის საფლავის ყველა ფოტო წაშალა.

18 მარტს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ფეიკური ახალი ამბებისა და საზოგადოების, სახელსიუფლებო ორგანოებისა და სახელმწიფო სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მათი გაკონტროლება პროკურატურას დაევალა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე