საქართველოს მოსახლეობის 17,8 პროცენტის აზრით, სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალური შევიწროება - CRRC კვლევა
საქართველო, თბილისი - 11:48 | 03.04.2019 ნანახია: 1482
საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევაა არასათანადო ანაზაღაურება (მოსახლეობის 71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 64%) და სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 57%).
საქართველოს მოსახლეობის 17,8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალურ შევიწროება; თბილისში ასე მოსახლეობის 26,9% ფიქრობს, ხოლო რეგიონებში - 14%. საგულისხმოა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21,2%, ხოლო კაცების 13,7%.
კითხვაზე - შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სასამართლო დაგეხმარებათ- მოსახლეობის 41,2% პასუხობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი; დადებითი მოლოდინი აქვს 38,5%-ს (არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,3%).
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3,4%-ია გაერთიანებული პროფესიულ კავშირში. პროფკავშირის წევრობის მაჩვენებელი თითქმის იდენტურია როგორც თბილისისა და რეგიონების, ისე ქალებისა და კაცების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან პროფკავშირის წევრები (0.4%), ვიდრე 35-54 წლის ადამიანები (5.8%).
კითხვაზე - ისურვებდით თუ არა, გახდეთ პროფკავშირის წევრი - საქართველოს მოსახლეობის 6,8% დადებითად პასუხობს. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მზადყოფნას (10,4%), ვიდრე საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლების მქონე ადამიანები (4.9%).

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















