ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ავიაკომპანიის მფლობელი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 01.04.2019
ნანახია: 889

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის S7 AirSpace Corporation-ის მფლობელი ნატალია ფილევა გერმანიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
მაინის ფრანკფურტში ეგელსბახის აეროპორტში დაფრენისას კერძო თვითმფრინავმა Epic-LT-მა კატასტროფა განიცადა. რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი -  55 წლის ნატალია ფილევა ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.

ბორტზე ფილევას გარდა მამამისი და პილოტი იმყოფებოდენენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.

თვითმფრინავი საფრანგეთიდან ეგელსბახის კომუნაში მიფრინავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე