სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა - სახალხო დამცველი
საქართველო, თბილისი - 13:28 | 01.04.2019 ნანახია: 1247
სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა. 2018 წელს შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირია ლგბტ პირებზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტები – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი
„სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ ადამიანების დაცვის კუთხით არასაკმარისია და რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა. 2018 წელს შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირია ლგბტ პირებზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტები. საქმეთა ანალიზიდან იკვეთება, რომ ლგბტ ძალადობის მსხვერპლები პოლიციას ხშირად არ მიმართავენ, ან მიმართავენ და მომავალში გამოძიებასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ამისი მიზეზი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ლგბტ პირების მიმართ არსებული არამგრძნობიარე დამოკიდებულებაა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსხვერპლები არაერთ შემთხვევაში უთითებენ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე.
„კერძოდ, ხშირია მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არასათანადო რეაგირების, არასენსიტიური, დამცინავი და ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტები. პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში, გეი/ბისექსუალ კაცებს არ აქვთ საშუალება მიიღონ ადეკვატური დაცვისა და დახმარების სერვისები. ასევე, პრობლემაა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ, ტრანსგენდერი ქალებისთვის, პროაქტიულად დაცვისა და დახმარების (კონკრეტულად, თავშესაფრით სარგებლობის) სერვისების შეთავაზება და ეს მხოლოდ უფლებადამცველთა საქმეში ჩართვის შემდეგ ხდება შესაძლებელი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















