ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდეა მისული - სახალხო დამცველი
საქართველო, თბილისი - 13:21 | 01.04.2019 ნანახია: 955
სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.
ანგარიშში ომბუდსმენი მიუთითებს, რომ სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.
„სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ხედვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გასაძლიერებლად. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების და ბავშვზე ზრუნვის სისტემის არაეფექტიანობაზე მიუთითებს 4 წლის ნ. ზ.-ს გარდაცვალების ფაქტი. მცირეწლოვანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა ბიოლოგიურ ოჯახში, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციას უფლებამოსილი პირების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“, - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი.
„მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონატებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სახალხო დამცველმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის მექანიზმის შემუშავებისა და სპეციალური სარეაბილიტაციო დაწესებულების მუშაობის კონცეფციის შექმნის რეკომენდაციით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2017 წლის ანგარიშში, თუმცა რეკომენდაცია ამ დრომდე არ შესრულებულა.
სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















