მე ის ძალიან მიყვარდა - ქეთა თოფურია რეპერ გუფთან რომანზე

საქართველო, თბილისი - 14:08 | 29.03.2019
ნანახია: 1605

მარია მელნიკოვას YouTube-არხზე ერთ-ერთ გადაცემაში ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ქეთა თოფურია მონაწილეობდა. წამყვანმა მას რამდენიმე შეკითხვა პირად ცხოვრებაზეც დაუსვა. შეკითხვა თოფურიასა და რუსი რეპერის გუფის ურთიერთობას ეხებოდა.

მომღერალმა მასთან დაშორების შესახებ განაცხადა, რომ მათ ცხოვრების სხვადასხვა წესი ჰქონდათ. „ჩვენ ცხოვრების სხვადასხვა წესი გვაქვს. მცდელობების მიუხედავად, ჩვენი კავშირი, სამწუხაროდ, არ შედგა, თუმცა მე ის ძალიან მიყვარდა“, - განაცხადა ქეთა თოფურიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე