საქართველოში საშუალოდ ყოველ 9-10 წუთში ერთი ახალი საწარმო რეგისტრირდება
საქართველო, თბილისი - 12:21 | 29.03.2019 ნანახია: 1071
„2019 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ წინა წლის თებერვალთან შედარებით შეადგინა 4.6 პროცენტი. აღნიშნული ზრდა საგრძნობლად აღემატება (1.3-ჯერ და მეტად) იანვრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, რის გამოც წლის დასაწყისიდან საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულების არანაკლებ 56 პროცენტი თებერვალზე მოვიდა,” - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაც, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8 პროცენტით აღემატება. „იმავე კონტექსტში შეიძლება დავასახელოთ ახალ საწარმოთა რეგისტრაციაც, რომელთა რაოდენობამ მხოლოდ თებერვალში 4357 ერთეული შეადგინა - იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12.8 პროცენტით მეტი. ფაქტობრივად, საქართველოში საშუალოდ ყოველ 9-10 წუთში ერთი ახალი საწარმო რეგისტრირდება,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ასევე გაგრძელდა ექსპორტის იმპორტთან შედარებით ზრდის პოზიტიური ტენდენცია და პირველი ორი თვის მიხედვით ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 40-პროცენტიან ზღვარს გადააჭარბა (40.9%).
„ასეთი მაღალი წლიური მაჩვენებელი საქართველოს უკანასკნელად... 2003 წელს ჰქონდა. ეს შედეგი, ტურისტული მომსახურების ექსპორტის დინამიურ ზრდასთან ერთად, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მთლიანობაში, აღნიშნული შედეგები, უკვე გატარებული რეფორმები და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული მთელი რიგი ინიციატივები და ღონისძიებები უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, მდგრადობას საგარეო შოკებისადმი და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ,” - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















