ქუთაისში ,,ხანუქას" დღესასწაული აღნიშნეს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 15.12.2015
ნანახია: 1711

ქუთაისში ,,ხანუქა"- მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის განწმენდის დღესასწაული აღნიშნეს. ებრაელ თემს ,,ხანუქა" ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მიულოცეს. მათ სინაგოგაში ტრადიციული სანთელიც დაანთეს. ამ დღესასწაულზე სიმბოლურად ცხრა სანთელი ინთება.
"ხანუქა" ებრაელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღეს მთელი ერი სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვებას ზეიმობს. ვულოცავ მათ ამ დღესასწაულს და მშვიდობას ვუსურვებ. ცნობილია, რომ ორი ერის მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის", –განაცხადა შოთა მურღულიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე